Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში ათასობით მოქალაქე მონაწილეობს ანტისამთავრობო აქციაში


გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 15,000 მოქალაქე მონაწილეობს კიშინიოვში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციაში. 27 სექტემბრის დემონსტრაციის ორგანიზატორი ორი პარტიაა - სოციალისტური პარტია და გაერთიანება სახელად ჩვენი პარტია. აქციის მონაწილეები გამოდიან ვადამდელი არჩევნების გამართვის მოწოდებით. მოლდავეთში მასობრივი გამოსვლები 6 სექტემბერს დაიწყო, როცა ათი ათასობით მოქალაქე გავიდა კიშინიოვის ქუჩებში და გააპროტესტა პრო-დასავლური მთავრობისა უუნარობა კორუფციასთან ბრძოლის და რეალური რეფორმების გატარების კუთხით. 21 სექტემბერს გადადგა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, დორინ დრაგუტანუ - მას შემდეგ, რაც მწვავე კრიტიკის ობიექტად გადაიქცა იმის გამო, რომ შარშან ვერ აღკვეთა ადგილობრივი ბანკებიდან ფულის მასშტაბური გადინება.

XS
SM
MD
LG