Accessibility links

logo-print

კატალონიაში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს


კატალონიაში მიმდინარეობს რეგიონული არჩევნები, რომელიც, ნაციონალისტური პარტიების იმედით, რეგიონს ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების გზას გაუხსნის. ორმა სეპარატისტულმა პარტიამ კანდიდატთა ერთიანი სია შექმნა და მიზნად ისახავს უმრავლესობის მოპოვებას 135 ადგილიან რეგიონულ პარლამენტში. ორივე პარტია აცხადებს, რომ ასეთი შედეგი მათ საშუალებას მისცემს 18 თვის გამავლობაში ცალმხრივად გამოაცხადონ დამოუკიდებლობა. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ კატალონიელთა უმრავლესობა დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას უჭერს მხარს, თუმცა მათი პოზიციები თანაბრადაა გაყოფილი იმის თაობაზე, სურთ თუ არა ესპანეთისგან განცალკევება. მაგრამ ესპანეთის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმის გამართვის მცდელობებს, გამოყოფის შესახებგეგმას „ნონსენსს“ უწოდებს. კატალონიაში სეპარატისტული კამპანია ყველაზე მძლავრი 2013 წელს იყო, მას შემდეგ მის მიმართ მხარდაჭერამ იკლო.

XS
SM
MD
LG