Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: ირანი მზად არის განიხილოს სამოქმედო გეგმა ომისშემდგომი სირიისთვის


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს ომისშემდგომი სირიის მომავლის „სამოქმედო გეგმა“, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდება. ირანი, რომელიც მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, წარსულში არ მონაწილეობდა დასავლეთის ძალისხმევაში სირიის კონფლიქტისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნის მიზნით. რადიოსადგურ NPR-სთვის 27 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის „გამართოს დისკუსიები და დიალოგი, რათა გადაწყვიტოს და მიაღწიოს დასკვნას სამოქმედო გეგმაზე მას შემდეგ, რაც იმ ტერიტორიიდან ტერორისტები გაძევებულ იქნებიან“. თუმცა, მან დასძინა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, გაერთიანებული ძალებით უნდა იმოქმედონ და უნდა ჰქონდეთ ერთიანი გეგმა ტერორისტების დაუყოვნებლივ გასაძევებლად. როჰანიმ დასძინა, რომ ასადის რეჟიმი უნდა ჩართული იყოს „სამოქმედო გეგმის მიღწევაში“ - რასაც აშშ ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG