Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ავღანეთში თავს დაესხნენ გამშვებ პუნქტებს


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თავდასხმები განახორციელეს საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, აღმოსავლეთ პროვინცია ნანგარჰარში. ეს ავღანეთში ამ ჯგუფის მიერ უსაფრთხოების ძალებზე განხორციელებული პირველი თავდასხმაა. პროვინციის მთავრობის პრესმდივანმა, აჰმად ზია აბდულზაიმ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრა, რომ 27 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს სამი პოლიციელი და დაჭრეს რვა. აბდულზაის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ნანგარჰარის სამ ოლქში იმყოფებიან, თუმცა ეს მათი პირველი თავდასხმა იყო ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე. მისივე თქმით, ავღანეთის ძალების მიერ დილით ადრე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა „ისლამური სახელმწიფოს“ 60 მებრძოლი. როგორც იუწყებიან, თავდასხმა 10 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელდა. „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში პოზიციებს აძლიერებს და სულ უფრო მიმდევარს იმხრობს.

XS
SM
MD
LG