Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს


ესპანეთის კატალონიის რეგიონში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს. სეპარატისტების მთავარმა ალიანსმა და უფრო მცირერიცხოვანმა ნაციონალისტურმა პარტიამ 135-ადგილიან რეგიონულ პარლამენტში 72 მანდატი მოიპოვეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვება მათ მანდატს ანიჭებს, რათა დაიწყონ დამოუკიდებელი კატალონიური რესპუბლიკის შექმნისათვის ბრძოლა. ესპანეთის ცენტრალური მთავრობა აცხადებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯებს სასამართლოში შეებრძოლება.

XS
SM
MD
LG