Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს


აშშ-ში დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი. სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში დაესწრო სამდღიანი გამოფენა-გაყიდვის, Discover Georgia-ს დახურვას და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნეს, რომ აშშ-ის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას კარგავენ და გიორგი მარგველაშვილს საკანონმდებლო ცვლილების თხოვნით მიმართეს. საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონის შეცვლაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა ემიგრანტებს ურჩია, ისარგებლონ უკვე არსებული საკანონმდებლო ნორმით და ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები დაიწყონ. "როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარი ორმაგი მოქალაქეობისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG