Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის მებრძოლებმა ახალი შეტევა დაიწყეს ავღანეთში


ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციის პრესმდივანი, საიედ სარვარ ჰუსაინი აცხადებს, რომ 28 სექტემბერს დილით ადრე თალიბანის მებრძოლებმა რამდენიმე მიმართულებიდან მიიტანეს შეტევა პროვინციის დედაქალაქ კუნდუზზე, ქალაქის ცენტრში ისმოდა სროლის ხმა. პრესმდივნის თქმით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქის შესასვლელებთან. ჰუსაინი აცხადებს, რომ მოკლულია თალიბანის 20 მებრძოლი, შეტაკებებში დაიჭრა სამი პოლიციელი. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მოსახლეობას ურჩია გარეთ არ გავიდნენ და განაცხადა, რომ ექსტრემისტებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქის სამხრეთში მდებარე საავადმყოფო. აპრილში ქალაქი კუნდუზი ინტენსიური შეტაკებების ადგილი იყო, თალიბანი ცდილობდა ტერიტორიაზე დაპატრონებას მას შემდეგ, რაც ნატომ დეკემბერში დაასრულა საბრძოლო მისია.

XS
SM
MD
LG