Accessibility links

logo-print

პოროშენკო: კონფლიქტი უკრაინას ყოველდღიურად 5 მილიონი დოლარი უჯდება


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლის გამო უკრაინა ყოველდღიურად 5 მილიონ დოლარს კარგავს - რაც მას შეეძლო განვითარებაზე დაეხარჯა. პოროშენკო ამ განცხადებით 27 სექტემბერს გამოვიდა გაეროს სამიტზე. მისი თქმით, ბრძოლამ, რომელიც 2014 წლის დასაწყისში დაიწყო, უკრაინას დააკარგვინა „ეკონომიკური პოტენციალის დაახლოებით მეხუთედი“. პოროშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატიზმმა ათასობით ადამიანისთვის გამოიწვია ახალი ტიპის სიღარიბე - მოულოდნელი, ან უცაბედი გაღარიბება. პოროშენკოს გამოსვლა ერთი დღით უსწრებს წინ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის სიტყვას - ათწლეულის განმავლობაში, ეს პუტინის პირველი გამოსვლა იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე. კრემლი აცხადებს, რომ პუტინს თავისი ვიზიტის დროს სურს კონცენტრაცია მოახდინოს ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტებთან ბრძოლის საკითხზე. კიევს და მის მოკავშირეებს, მათ შორის ვაშინგტონს, სურთ მოსკოვზე ზეწოლა განხორციელდეს საიმისოდ, რომ მან შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა. თავად კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას. სააგენტო „ტასის“ თანახმად, პოროშენკოს გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა რუსეთის დელეგაციის ყველა წევრმა, ერთის გარდა.

XS
SM
MD
LG