Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა უკან წაიღო აღიარება


მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოკავკასიელმა მამაკაცმა, რომელიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, უკან წაიღო აღიარებითი ჩვენება. ცნობის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ მკვლელობის გამო დაკავებული ხუთი პირიდან ახლა უკვე არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს. საინფორმაციო სააგენტო „როსბალტს“ ინფორმაცია მიაწოდა „ინფორმირებულმა წყარომ“ - უთხრა, რომ შადიდ გუბაშევმა 24 სექტემბერს ჩვენება უკან წაიღო და აცხადებს, რომ გამომძიებლების ზეწოლის ქვეშ იყო. სხვა ეჭვმიტანილებმა, ზაურ დადაევმა და ანზორ გუბაშევმა, პირველ ეტაპზე აღიარეს დანაშაული, თუმცა შემდეგ უკან წაიღეს ჩვენებები და თქვეს, რომ ისინი იძულების და წამების მსხვერპლნი იყვნენ. ნემცოვი 27 თებერვალს, გვიან საღამოს, კრემლთან ახლოს მოკლეს.

XS
SM
MD
LG