Accessibility links

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს


პარტიებმა, რომლებიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, რეგიონის პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს. ხმათა 97 პროცენტის დათვლის შემდეგ, სეპარატისტთა ჯგუფს სახელწოდებით „ერთად დავთანხმდეთ“ 62 ადგილი ერგო 135 ადგილიან პარლამენტში. თუ ისინი დამოუკიდებლობის მომხრე მემარცხენე პარტიასთან გააერთიანებენ ძალებს, მაშინ მოიპოვებენ იმ 68 მანდატს, რომელიც საჭიროა მათი გეგმის განსახორციელებლად, 2017 წლამდე კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფისთვის. სეპარატისტები დიდი ხანია გამოდიან დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, თუმცა ესპანეთის ცენტრალური მთავრობა ამაზე უარს ეუბნება. პარლამენტი, რომელიც ბარსელონაში იქნება განთავსებული, წარმოადგენს 7,5 მილიონი მოსახლის რეგიონს, რომელზეც ესპანეთის ეკონომიკის თითქმის მეხუთედი მოდის.

XS
SM
MD
LG