Accessibility links

logo-print

ვეტერანი რუსი აქტივისტი დაჯილდოვდა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიით


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებების სფეროში თავისი ყოველწლიური, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია გადასცა ვეტერან რუს აქტივისტს, ლუდმილა ალექსეევას. საბჭოთა პერიოდის დისიდენტს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ავტორიტეტიან უფლებადამცველს, 88 წლის ალექსეევას პრესტიჟული პრემია 28 სექტემბერს გადაეცა, სტრასბურგში მიმდინარე საპარლამენტო სხდომაზე.ალექსეევა 1960-იან წლებში შეუერთდა საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობას, შემდეგ კი მოსკოვის ჰელსინიკის ჯგუფის დამფუძნებელი წევრი გახდა. 1977 წელს ის იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, აშშ-ში. მოსკოვში 1989 წელს დაბრუნდა სამუშაოს გასაგრძელებლად. პრემია, რომლის ფულადი ოდენობა 60,000 ევროა, ყოველ წელს გაიცემა იმ პირებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც „ევროპაში და მის მიღმა განსაკუთრებული ძალისხმევით იცავენ ადამიანის უფლებებს“. პრემია წელს უკვე მესამედ გაიცა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მას გასცემს პრაღაში ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასთან და ფონდ ქარტია 77-თან პარტნიორობით.

XS
SM
MD
LG