Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი ნაწილობრივ დაეპატრონა ავღანეთის ქალაქ კუნდუზს


ავღანეთში თალიბანი დაეპატრონა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციის დედაქალაქის ნაწილს, უსაფრთხოების ძალებთან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელებული სროლის შემდეგ. პროვინციის პოლიციის პრესმდივანმა, საიედ სარვარ ჰუსაინიმ განაცხადა, რომ ექსტრემისტები 28 სექტემბერს დაეპატრონენ ქალაქის ტერიტორიის ნახევარზე მეტს, მას შემდეგ, რაც ქალაქზე რამდენიმე მიმართულებიდან მიიტანეს იერიში დილით ადრე. ჰუსაინის თქმით, ექსტრემისტებმა ხელში ჩაიგდეს რამდენიმე სამთავრობო შენობა, მათ შორის კუნდუზის მთავარი ციხე, საიდანაც 500-მდე პატიმარი გაათავისუფლეს. ვრცელდება ცნობები, რომ ინტენსიური ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს არის. აპრილში ქალაქი კუნდუზი ინტენსიური შეტაკებების ადგილი იყო, თალიბანი ცდილობდა ტერიტორიაზე დაპატრონებას მას შემდეგ, რაც ნატომ დეკემბერში დაასრულა საბრძოლო მისია.

XS
SM
MD
LG