Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: დიდი შეცდომა იყო ასადის ძალებთან თანამშრომლობაზე უარი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დიდი შეცდომა იყო სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან თანამშრომლობაზე უარი. პუტინი თვლის, რომ ასადი ერთადერთი ძალა იყო, რომელიც „მთლიანად ებრძოდა“ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებს სირიაში. გაეროს გენერალური ასამბლეას, ნიუ-იორკში, პუტინმა უთხრა, რომ დიდი შეცდომა იყო სირიის მთავრობასთან და მის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, რომლებიც პირისპირ, მამაცურად ებრძვიან ტერორიზმს. პუტინმა გააკრიტიკა დასავლეთი „ზომიერი“ მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებისთვის. მისი თქმით, ისინი შემდეგ ისლამურ სახელმწიფოს რიგებში დგებიან. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ახლა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა, შეეცდება, შეთანხმება მოხდეს რეზოლუციის გარშემო, რომლის მიზანი იქნება, კოორდინაცია სირიაში ექსტრემისტებთან დაპირისპირებულ ყველა ძალას შორის. პუტინის გამოსვლის ფონია კრემლის სამხედრო გაძლიერება სირიაში, რასაც შეშფოთება მოჰყვა აშშ-ის მხრიდან.

XS
SM
MD
LG