Accessibility links

logo-print

მოსკოვი განიხილავს "ისლამური სახელმწიფო" წინააღმდეგ ავიაიერიშებში მონაწილეობის საკითხს


რუსეთი განიხილავს საკითხს - შეუერთდეს, თუ არა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საჰაერო იერიშებს ექსტრემისტული ჯგუფის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრამაც და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ობამასა და პუტინის გამოსვლებმაც დაადასტურა, რომ სირიაში ომის დასრულების გზებზე ორ ლიდერს განსხვავებული პოზიციები აქვთ. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით „უდიდესი შეცდომა“ იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. ორშაბათს აშშ-მ და საფრანგეთმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ასადი უნდა წავიდეს. პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ისინი არ არიან სირიის მოქალაქეები და არ უნდა ჩაერთონ სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობის არჩევაში“. რუსეთი ჩაერთვება ავიაიერიშებში, თუკი ის იქნება დაშვებული გაეროს მიერ. ამასთან, რუსეთი გამორიცხავს სირიაში სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG