Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადის ცენტრში აფეთქებას


29 სექტემბერს ბაღდადის ცენტრში აფეთქებას ემსხვერპლა სულ ცოტა ორი ადამიანი. ავტომობილზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ხალხმრავალ, კომერციულ უბანში. ინფორმაციას ავრცელებენ პოლიცია და ექიმები. აფეთქების შედეაგდ დაიჭრა სულ ცოტა რვა ადამიანი. შემთხვევა მოხდა მალევე შუაღამის შემდეგ რაიონში, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და რესტორნებით. აღნიშნულ არეალში ცხოვრობენ როგორც სუნიტები, ისე შიიტები და ის „იშტარ შერატონ“-ის სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ ნაპირზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

XS
SM
MD
LG