Accessibility links

კიევში დააკავეს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი


კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია რკინიგზის სადგურთან აფეთქების მოწყობაში. აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი ქალი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შსს-ს კიევის სამმართველო. წუხელ კიევის სადგურთან ახლოს აფეთქება მოხდა. საავადმყოფოში მიყვანილმა დაშავებულმა ქალმა მილიციას უთხრა, რომ ერთ-ერთმა გამვლელმა მისი მიმართულებით ისროლა გაურკვეველი ნივთი, რასაც მყისიერად აფეთქება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG