Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში გაიმართა გიორგი კვირიკაშვილისა და ლამბერტო ზანიერის შეხვედრა


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიული მოქმედებები ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მათი შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და ლამბერტო ზანიერმა იმსჯელეს უსაფრთხოების მხრივ საქართველოსა და რეგიონში შექმნილ ვითარებასა და კონფლიქტების მოგვარების პროცესში ეუთოს და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სახით. ზანიერის თქმით,ეუთო, ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG