Accessibility links

logo-print

უკრაინაში დაიწყო აღმოსავლეთში დაკავებული რუსი ჯარისკაცების სასამართლო პროცესი


კიევის სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებული ორი რუსი ჯარისკაცის, ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის საქმეზე. მათ წაყენებული აქვთ „ტერორისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობის ბრალდება. მაისში გამოქვეყნებულ ვიდეოში ალექსანდროვი და ეროფეევი ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრების რანგში იმყოფებოდნენ უკრაინაში, 16 მაისს მათი შეპყრობისას. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ორი ჯარისკაცი აღარ იყო სახელმწიფოს მიერ დასაქმებული. რუსეთი უარყოფს კიევისა და დასავლეთის ბრალდებებს, რომ იარაღით, წვრთნით და ცოცხალი ძალით ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს.

XS
SM
MD
LG