Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარებმა წამოიწყეს ოპერაცია ქალაქ კუნდუზზე კონტროლის აღსადგენად


ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ უშიშროების ძალებმა წამოიწყეს კონტრიერიში ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუნდუზის ასაღებად მას შემდეგ, რაც ის ორშაბათს დაიპყრეს თალიბებმა. თავდაცვის სამინისტროს 29 სექტემბრის განცხადებით, კუნდუზში ჩავიდნენ დამატებითი სამხედრო შენაერთები და ოპერაცია დაწყებულია. ამავე წყაროს ცნობით, მთავრობის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქის ციხეზე და პროვინციის პოლიციის შტაბ-ბინაზე. ამასობაში, ნატოს პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის თვითმფრინავებმა დაბომბეს თალიბანის პოზიციები კუნდუზის მახლობლად.28 სექტემბერს სამხედროებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აეროპორტისკენ დაიხიეს მას შემდეგ, რაც თალიბებმა მთავრობის შენობები აიღეს და ასობით პატიმარი გაუშვეს ციხიდან. ბოლო 14 წლის განმავლობაში კუნდუზი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პირველი დიდი ქალაქი, პროვინციის დედაქალაქი, რომელიც თალიბებმა აიღეს.

XS
SM
MD
LG