Accessibility links

logo-print

რუსთავში დაკრძალეს ავღანეთში 22 სექტემბერს დაღუპული ჯარისკაცი


რუსთავში სამხედრო წესით დაკრძალეს ავღანეთში 22 სექტემბერს დაღუპული ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი. მის ოჯახს მიუსამძიმრეს და პანაშვიდს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი. ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

XS
SM
MD
LG