Accessibility links

logo-print

60-მდე ადამიანი დაიღუპა თურქ სამხედროებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის შეტაკებებისას


60-მდე ადამიანი დაიღუპა თურქეთის უშიშროების ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის შეტაკებების შედეგად. დაპირისპირებები მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში და ერაყთან საზღვრის გასწვრივ. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა 28-29 სექტემბრის ღამეს მოწყობილ იერიშს: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ 30-ზე მეტი ქურთი მეამბოხე იქნა მოკლული ჩრდილოეთ ერაყის საზღვარზე ჩატარებული ოპერაციის დროს. ერდოანის მონაცემებით, ივლისიდან მოყოლებული 2000-მდე მეამბოხეა მოკლული თურქეთსა და ჩრდილოეთ ერაყში. მოკლულია აგრეთვე 150 თურქი პოლიციელი და ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG