Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს აშშ-ის ინიციატივით მოწვეულ ანტიტერორისტულ სამიტს


რუსეთი აკრიტიკებს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად, აშშ-ის ინიციატივით მოწვეულ ანტიტერორისტულ სამიტს, რომელზეც 100-მდე ლიდერი შეიკრიბა. გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, „ინიციატივა ძირს უთხრის გაეროს ძალისხმევას“. ჩურკინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის შეფასებით, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს გაეროს ჩარჩოებში, გაეროს როლის მითვისების გარეშე. ობამა, რომელიც 29 სექტემბერს უძღვება ანტიტერორისტულ სამიტს, ეძებს მხარდაჭერას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი მიმდინარე თვეშია გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და 30 სექტემბერს თვითონაც გამართავს შეხვედრას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე.

XS
SM
MD
LG