Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი ობამას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება. მანამდე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს ვალერი სტრელეცს, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდავეთში მიიწვია. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება.

XS
SM
MD
LG