Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა პუტინს მიანიჭა სირიაში სამხედრო ძალების გამოყენების უფლება


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტისათვის სირიაში სამხედრო ძალების განთავსების უფლების მინიჭებას. ფედერაციის საბჭოში 162 დეპუტატი არც ერთის წინააღმდეგ მიემხრო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაბამის წინადადებას. პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა აუცილებელი არ არის მოასწავებდეს სირიაში რუსეთის სახმელეთო ჯარების განთავსებას: მხარდაჭერა მიმართულია საჰაერო ძალების გამოყენების მიმართ. რუსეთი თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის სირიაში, სადაც მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მეამბოხეებთან ოთხი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტში. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა უკვე განახორციელეს იერიშები სირიაში. კრემლს არ დაუდასტურებია ეს ცნობები.

XS
SM
MD
LG