Accessibility links

logo-print

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში გაცილების ცერემონია


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის გაცილების ცერემონია. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის ალფა ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული 7-თვიან მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეცვლიან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს და მათი მთავარი ამოცანა იქნება ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ალფა ასეული კი ქაბულში შეცვლის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინას დაიცავს. ქართველ სამხედროთა გაცილების ცერემონიას ვაზიანის ბაზაზე დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.

XS
SM
MD
LG