Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში გაემგზავრა


აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ის ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. "ნიუ-იორკში გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან და მთავარი საკითხები, რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, არის ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების გაღრმავება, მეორე მხრივ, კი მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება" - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG