Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს ჩეჩნეთში მებრძოლ უკრაინელს


რუსეთში 24,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინელ ნაციონალისტს, რომელიც 1990-იან წლებში იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეზე. ჩეჩნეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ალექსანდრ მალოფეევი ორგანიზაცია „უკრაინის ეროვნულ ასამბლეა-უკრაინის ეროვნული თავდაცვის“ წევრობის და 1994-96 წლებში ჩეჩნეთში რუსი ჯარისკაცების დახოცვის ბრალდებების საფუძველზე. მალოფეევმა თავი დამნაშავედ ცნო და ჩვენება მისცა კიდევ ორი უკრაინელი ბრალდებულის, ნიკოლაი კარპიუკისა და სტანისლავ კლიხის წინააღმდეგ. სასამართლოს უკვე დაწყებული აქვს მათი საქმის მოსმენა. კიევმა მოსკოვს სთხოვა, უკრაინელი ოფიციალური პირებისათვის მიეცა კარპიუკისა და კლიხის მონახულების უფლება, მაგრამ უარი მიიღო.

XS
SM
MD
LG