Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟირინოვსკი ცილისწამებაში ადანაშაულებს გორბაჩოვს


რუსმა ულტრანაციონალისტმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ სარჩელი შეიტანა საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მის წიგნში გამოთქმული შეფასებების გამო. ჟირინოვსკი გორბაჩოვს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მილიონ რუბლს (15,200 დოლარს) მოითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამებისთვის. 2014 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, „კრემლის შემდეგ“, გორბაჩოვი რამდენჯერმე ახსენებს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ჟირინოვსკის და, მაგალითად, „ექსტრემისტულს“ უწოდებს მის გამონათქვამებს. მოსკოვის სასამართლომ 15 ოქტომბრისთვის დანიშნა სხდომა გორბაჩოვის წინააღმდეგ ჟირინოვსკის სარჩელის განსახილველად.

XS
SM
MD
LG