Accessibility links

logo-print

ერაყში გაათავისუფლეს 16 თურქი მძევალი


ერაყში გაათავისუფლეს 16 თურქი მუშა, რომელიც ბაღდადში მძევლად იქნენ აყვანილი თითქმის ერთი თვის წინ. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ, ისინი 30 სექტემბერს გადასცეს ერაყში თურქეთის ელჩს. დავუთოღლუს არ უსაუბრია გათავისუფლებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ბაღდადში 2 სექტემბერს დაატყვევეს თურქული სამშენებლო ფირმის 18 თანამშრომელი, რომელთაგან ორი კაცი ორ კვირაში გამოუშვეს. აქამდე უცნობი ექსტრემისტული ჯგუფი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოთი აყენებდა რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის იყო მოთხოვნა, რომ თურქეთმა არ დაუშვას ერაყის ტერიტორიაზე ექსტრემისტების შესვლა.

XS
SM
MD
LG