Accessibility links

რუსეთი მსოფლიოს მოუწოდებს ტერორიზმთან ბრძოლაში გაერთიანებისაკენ


რუსეთი მსოფლიოს მოუწოდებს ტერორიზმთან ბრძოლაში გაერთიანებისაკენ და ახორციელებს საჰაერო ოპერაციებს სირიაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ რუსეთმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ძალას შორის კოორდინაციის ხელშესაწყობად. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის, შექმნას საკომუნიკაციო არხები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან, რომელიც საჰაერო დარტყმებს ახორციელებს სირიასა და ერაყში. ლავროვის ეს გამოსვლა მოჰყვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ დარტყმებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების, ავტომანქანების და საწყობების წინააღმდეგ. საჰაერო იერიშები დაიწყო იმავე დღეს, როცა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტისათვის სირიაში სამხედრო ძალების განთავსების უფლების მინიჭებას.

XS
SM
MD
LG