Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა ქურთებმა რამდენიმე სოფლიდან განდევნეს ისლამისტები


ერაყელმა ქურთებმა განაცხადეს, რომ ერაყის ჩრდილოეთში, რამდენიმე სოფლიდან განდევნეს ისლამური სახელმწიფოს რაზმები. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭოს თანახმად ქალაქ ქირქუქთან ოპერაცია განხორციელდა 30 სექტემბერს აშშ-ის ავიაციის საჰაერო მხარდაჭერის პირობებში. მასში ფეშმერგის ქურთული ჯარის სამი ათას ხუთასი მეომარი მონაწილეობდა. ბრძოლისას ათი ქურთი მებრძოლი დაიღუპა, 16 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG