Accessibility links

logo-print

გაეროს შტაბბინის შენობაზე პალესტინელთა თვითმმართველობის დროში აღიმართა


ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინის შენობაზე პირველად აღიმართა პალესტინელთა თვითმმართველობის დროშა. ცერემონიაზე ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ეს „ისტორიული მომენტი“ იყო და „სიამაყის დღე“. 10 სექტემბერს უყარა კენჭი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წევრი ქვეყნების დროშების გვერდით პალესტინელთა ავტონომიის დროშის აღმართვის საკითხს. თვითმმართველობას გაეროში მეთვალყურის სტატუსი აქვს. წინადადებას მიემხრო 119 ქვეყანა, თავი შეიკავა 45-მა, წინააღმდეგი იყო რვა წევრი, მათ შორის ისრაელი და აშშ.

XS
SM
MD
LG