Accessibility links

logo-print

ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატი ურჩევს კიევს - დათანხმდეს მოსკოვის პირობებს


„ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც კიევი მას ცნობს დამნაშავედ და გასცემს გარანტიას, რომ სამშობლოში მოახდევინებს სასჯელს. სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა იუსტიციის სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს მოსკოვის პირობებს, ჩაიბაროს სავჩენკო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან და შემდეგ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები მოსკოვის წინააღმდეგ. მარკ ფეიგინმა განმარტა, რომ რუსეთის იუსიტიციის სამინისტროს პირობები „კაბალურია“. „უკრაინის მიერ რუსეთის სასამართლოს განაჩენის აღიარებით შეიძლება მოიჭრას გადაწყვეტილების ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრების გზები. სავჩენკოს მიერ უკრაინაში სასჯელის მოხდის გარანტიის გაცემა კი უკრაინას საგარეო ვალდებულებას აკისრებს“, - განაცხადა ადვოკატმა. მარკ ფეიგინის აზრით, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადება ადასტურებს, რომ დაცვის მხარემ შეძლო სავჩენკოს სრული უდანაშაულობის დამტკიცება.

XS
SM
MD
LG