Accessibility links

logo-print

ქართველმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიკერძოების ნიშნები დაინახეს


"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი და რეზოლუციის - "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში" ავტორი პედრო აგრამუნტი "პოლიტიკური მეგობრების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ცნობას ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. "პოლიტიკური მოტივაცია იკითხება ამ ანგარიშში, რომელიც ობიექტური უნდა იყოს. მესმის, რომ კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ბარბაროსობა უწოდო იმ ადამიანის პატიმრობას, რომელსაც არაერთ დანაშაულში ედება ბრალი, შოკისმომგვრელია", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ. რეზოლუციის პროექტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს განიხილავენ. დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი საქართველოს ეხება და ნათქვამია, რომ ქვეყანაში წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება. ასეთ დარღვევად, კერძოდ, სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება, მაგალითად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები".

XS
SM
MD
LG