Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში შეხვდა დიასპორის წარმომადგენლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პროცესებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის შეფასებით, ბიზნესში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების, როგორც გამოცდილ მეწარმეთა უნარების გამოყენება, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ემიგრანტების გამოცდილების გამოყენება სახელმწიფო მმართველობის სფეროშიც. პრეზიდენტმა უპასუხა დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც, მათ შორის საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ. გიორგი მარგველაშვილი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და აღნიშნა, რომ საქართველოში არიან პატიმრები, რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული და აქვთ პოლიტიკური აწმყო. „მჯერა, რომ თუ არსებობს კითხვის ნიშნები პოლიტიკური წარსულის და მომავლის მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ის გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად და ყველას ექნება საშუალება გამოთქვას და დაიცვას თავისი პოზიცია", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG