Accessibility links

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ტელეკომპანიის წილები დაყადაღდა


ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილებიც დააყადაღა. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოს" წილების გასხვისება. რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

XS
SM
MD
LG