Accessibility links

logo-print

ირანმა თითქმის გააორმაგა ჰაჯის დროს დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი


მას შემდეგ, რაც ამოიწურა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძებნის იმედი, ირანმა რელიგიურ რიტუალ ჰაჯის დროს დაღუპულად გამოაცხადა 464 ირანელი მოქალაქე. ამის შესახებ ირანის ჰაჯის საქმეთა უწყების ხელმძღვანელობამ განაცხადა 1 ოქტომბერს სახელმწიფო ტელევიზიით. 24 სექტემბერს საუდის არაბეთში, ჰაჯის რიტუალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 769 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 934 დაშავდა. ეს არის ჰაჯის რიტუალზე მომხდარი ყველაზე დიდი მსხვერპლი 1990 წლის შემდეგ - როცა მსგავსმა შემთხვევამ იმსხვერპლა 1400-ზე მეტი ადამიანი. 24 სექტემბერს უფრო ადრე საუდის არაბეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ტრაგიკული ინციდენტი ადამიანთა კონტროლის მიღმა იყო.

XS
SM
MD
LG