Accessibility links

logo-print

რუსეთმა "საინფორმაციო თავდასხმა" უწოდა რუსეთის ავიაციის მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის რეაქტიულმა-სამხედრო ავიაციამ 1 ოქტომბერსაც მიიტანა იერიში, როგორც მოსკოვი აცხადებს, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საავიაციო იერიშები, რომელსაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე საავიაციო-სამხედრო ოპერაციების თაობაზე რუსეთი კონტაქტში იმყოფება პენტაგონთან. ამასთან, 1 ოქტომბრის განცხადებაში, პუტინმა „საინფორმაციო ომი“ უწოდა, ცნობებს რუსეთის საავიაციო იერიშის დროს მოქალაქეთა სავარაუდო დაღუპვის შესახებ. სირიაზე საუბრის დროს, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციური დაჯგუფება „თავისუფალი სირიის არმიის“ რეკრუტებზე და არა - ისლამისტების პოზიციებზე.

XS
SM
MD
LG