Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პენტაგონთან კონტაქტებს ადასტურებს


ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე საავიაციო-სამხედრო ოპერაციების თაობაზე რუსეთი კონტაქტში იმყოფება პენტაგონთან. 1 ოქტომბერს მოსკოვში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და უფლებათადამცველთან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი კონტაქტები საზოგადოების დეზინფორმირების თავიდან აცილებასაც ემსახურება. „თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიღოთ ყურად მსგავსი ინფორმაციები. სწორედ ამიტომ ვამყარებთ ჩვენ კონტაქტებს ჩვენს სპეციალურ უწყებებს - რუსეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებსა და სამხედრო უწყებებს - რუსეთისა თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის. ეს მუშაობა მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ იგი გარკვეული მუდმივმოქმედი მექანიზმის შექმნით დასრულდება.“ რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედებამა წარმოშვა საფრთხე, შემთხვევითი საჰაერო დაპირისპირებისა აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავებთან, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გაამახვილეს ყურადღება

XS
SM
MD
LG