Accessibility links

logo-print

ირანმა სირიაში სამხედროები გააგზავნა


ირანმა სირიაში ასობით სამხედრო გააგზავნა, რომლებიც "ჰეზბოლასა" და ერაყელ შიიტ სამხედროებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებენ. საჰაერო მხარდაჭერას რუსული ავიაცია უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანი მოსკოვის მიერ დაწყებულ ოპერაციას მხარს უჭერს. რამდენიმე დღის წინ რუსეთი, სირია, ერაყი და ირანი, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ფარგლებში, ბაღდადში ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის გახსნაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG