Accessibility links

logo-print

თურქეთი და მისი პარტნიორები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს თავდასხმა სირიის ოპოზიციის ძალებზე


ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, თურქეთი და მისი პარტნიორები, მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს თავდასხმები სირიის ოპოზიციის რაზმებზე და ბრძოლა მიმართოს ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ. ამ მოწოდებას შეიცავს განცხადება, რომელიც თურქეთმა გამოაქვეყნა აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასა და სპარსეთის ყურეში მოკავშირეებთან ერთად. მოკავშირეებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული დარტყმების გამო, რომლებიც განცხადებაში შეფასებულია „კონფლიქტის შემდგომი გამწვავების“ და ექსტრემიზმის გაღვივების ფაქტორებად. რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო კამპანია შეიძლება სამიდან ოთხ თვემდე გაგრძელდეს. პუშკოვმა საფრანგეთის რადიოს უთხრა, რომ სირიაში რუსეთის დარტყმები გაძლიერდება. წინა დღით თეთრმა სახლმა სირიაში რუსეთის იერიშებს უწოდა „განურჩეველი“ და სირიის ოპოზიციის ჩამოყალიბების წინააღმდეგ მიმართული.

XS
SM
MD
LG