Accessibility links

logo-print

პარიზში უკრაინის გამო სამშვიდობო მოლაპარაკება იმართება


საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები დღეს შეიკრიბნენ პარიზში, რათა უკრაინაში არამყარი მშვიდობის კონსოლიდაცია მოახდინონ. მოელიან, რომ შეხვედრაზე, სხვა თემები, სირიიდან ლტოლვითა კრიზისი და სირიაში ომში რუსეთის ავიაციის ჩართვა, გადაფარავს უკრაინის თემას. თავიდან შეხვედრა გამართეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და პეტრო პოროშენკომ. უკრაინის შეახებ სამიტამდე ვლადიმირ პუტინმა და მასპინძელმა, ფრანსუა ოლანდმა, ცალკე მოილაპარაკეს სირიის გარშემო. კვარტეტი, თუმცა, იმსჯელებს უკრაინაში თითქმის სრულიად მიღწეული მშვიდობის შენარჩუნებაზე. მთავარი საკითხებია სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება ამ თვეში, მეამბოხეთა რეგიონებში საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვება და ფრონტის ხაზიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა. უკრაინამ მოახერხა ამ კვირაში საბუფერო ზონიდან მცირე იარაღის გატანის შესახებ მეამბოხეებთან შეთანხმების მიღწევა.

XS
SM
MD
LG