Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში შეხვდა ამერიკელ კონგრესმენს ტედ პოს და სენატორებს რონ ჯონსონს და ტომ კოტონს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი იყო სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმთან ბრძოლაზე. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მკაცრად დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოს დელეგაციამ ასევე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საკვანძოა შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა. აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ის დღეს ნიუ-იორკში შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.

XS
SM
MD
LG