Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი აპირებს ხორვატიასთან საზღვარი ჩაკეტოს ლტოლვილების გამო


უნგრეთის მთავრობის თანახმად, ის ემზადება ხორვატიასთან საზღვარი ჩაკეტოს, ისევე, როგორც ეს გააკეთა სექტემბერში სერბიის მიმართ. ამავე დროს, უნგრეთს სურს, რომ ავსტრიამ და გერმანიამ გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მეტ მიგრანტს. პრემიერის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, იანოშ ლაზარმა თქვა, რომ ვენამ თავიდან უარი თქვა შეთავაზებულ დერეფანზე უნგრეთის გავლით, რომლის გზით ლტოლვილები ავსტრიასა და გერმანიაში ჩავიდოდნენ. მისი თქმით, ეს დერეფანი ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როცა უნგრეთი საზღვარს გადაკეტავს ხორვატიის მიმართ. ხორვატიის პოლიციის ცნობით, 1 ოქტომბერს 90 ათასი მიგრანტი გაემართა ხორვატიის გავლით დასავლეთი ევროპისკენ, ოდნავ მეტი ვიდრე მანამდე, სანამ უნგრეთი სერბიასთან საზღვარს დაკეტავდა. ბევრი მიგრანტი ჩავიდა უნგრეთში სერბიიდან ხორვატიის გავლით, რათა გვერდი აევლოთ უნგრეთის მიერ აღმართული ზღუდისთვის სერბიის საზღვარზე.

XS
SM
MD
LG