Accessibility links

logo-print

აშშ-ში კოლეჯზე თავდასხმისას მოკლეს ცხრა ადამიანი


აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ორეგონის შტატში მდებარე როუზბურგის კოლეჯში, მოკლა ცხრა ადამიანი და თავადაც იქნა მოკლული პოლიციელების მიერ. ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ცნობით, თავდამსხმელმა ოთხი იარაღი გამოიყენა. დაჭრილია შვიდი ადამიანი. თავდასხმაზე გამოხმაურებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად გააკრიტიკა იარაღის ფლობის მხარდამჭერი გავლენიანი ლობისტი ორგანიზაცია „ცეცხლსასროლი იარაღის ეროვნული ასოციაცია“ და მოითხოვა ზომების სასწრაფოდ მიღება იარაღის ფლობის შესახებ კანონის გასამკაცრებლად. ობამას თქმით, შეერთებული შტატები არის მსოფლიოში ერთადერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფო, რომლის კანონებიც უშვებს მოსახლეობაში ცეცხლსასროლი იარაღის ფართოდ გავრცელებას. ცნობების თანახმად, თავდასხმა განახორციელა 26 წლის კრის ჰარპერ-მერსერმა.

XS
SM
MD
LG