Accessibility links

საერთაშორისო ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ მკაცრად დაგმო ყუნდუზში საავადმყოფოს დაბომბვა


საერთაშორისო ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ მკაცრად დაგმო საავადმყოფოსთვის ცეცხლის დაშენა ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში, რის შედეგადაც 16 ადამიანი, მათ შორის მისი, სულ მცირე, ცხრა თანამშრომელი დაიღუპა. 37 ადამიანი სერიოზულად არის დაჭრილი, მათ შორის 19 – „ექიმები უსაზღვრებოდ“-ის წევრი. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საავადმყოფოს დაბომბვა ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ეუწყათ ამერიკისა და ავღანეთის სამხედროებს ქაბულსა და ვაშინგტონში. ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრაიან ტრიბუსმა განაცხადა, რომ შაბათს დილით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამ რაიონში ავიადარტყმები განახორციელეს. მისი სიტყვებით, ამის შედეგად შესაძლოა ზიანი მიადგა იქვე მდებარე სამედიცინო დაწესებულებას. მიმდინარეობს გამოძიება. დაბომბვის დროს საავადმყოფოში ასზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG