Accessibility links

logo-print

გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ


დღეს გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხუთი მიწა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. წელს საზეიმო ღონისძიებები ტარდება მაინის ფრანკფურტში. მათში მონაწილეობენ გფრ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი და კანცლერი ანგელა მერკელი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებებში ვერ მონაწილეობენ გფრ-ის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი და სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი, რომელთაც საკვანძო როლი ითამაშეს გერმანიის გაერთიანებაში.

XS
SM
MD
LG