Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 24-ე საარჩევნო ყრილობამ ლევან კობიაშვილი აირჩია ფედერაციის პრეზიდენტად. ყრილობის 33-მა დელეგატმა არჩევანი პრეზიდენტობის სამ კანდიდატს-რევაზ არველაძეს, ლევან კობიაშვილსა და მამუკა კვარაცხელიას შორის გააკეთა. ლევან კობიაშვილს მხარი დაუჭირა 18-მა დელეგატმა, ხოლო რევაზ არველაძეს 15-მა. არჩევნებს წინ უძღვოდა ერთი დელეგატის დაკავება და ორი დელეგატისათვის უფლებამოსილების შეჩერება. პროტესტის ნიშნად, დელეგატების ნაწილმა არ გაიარა რეგისტრაცია და ამის გამო ვერ მოხერხდა ყრილობის დროულად გახსნა, პროტესტი კი უკავშირდებოდა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ყრილობის დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავებას ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG