Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში საჰაერო იერიშების ინტენსივობას გაზრდის


რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში საჰაერო იერიშების ინტენსივობას გაზრდის. მანამდე მოსკოვმა განაცხადა, რომ 30 სექტემბრიდან მოკიდებული მისმა სამხედრო ავიაციამ 60-ზე მეტი სამხედრო გაფრენა განახორციელა და საგრძნობლად შეამცირა ტერორისტების პოტენციალი. „ჩვენ არა მხოლოდ გავაგრძელებთ საჰაერო იერიშებს, არამედ გავზრდით მათ ინტენსივობას,“ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა ანდრეი კარტოპალოვმა. მისი თქმით, რუსეთის ავიაციის იერიშისას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 50-ზე მეტი ობიექტის წინააღმდეგ განახორციელეს დარტყმები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტების რიგებში დაიწყო პანიკა და დეზერტირობა. ბევრი მათგანი ევროპაში შეღწევას ცდილობს ლტოლვილთა ტალღასთან ერთად. ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, რუსეთის ავიაციის ოთხდღიანი იერიშების შედეგად დაიღუპა 39 სამოქალაქო პირი, მათ შორის, რვა ბავშვი და რვა ქალი. ვაშინგტონი წუხს, რომ რუსეთი ხელისუფლებაში ბაშარ ალ-ასადის შენარჩუნებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

XS
SM
MD
LG