Accessibility links

ბაღდადში აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 24 ადამიანი


ბაღდადში, სულ ცოტა, 24 ადამიანი დაიღუპა უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად. აფეთქებები 3 ოქტომბერს ერთ-ერთ ბლოკ-პოსტთან მოაწყეს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ხშირად ესხმის თავს ერაყის უშიშროების ძალებსა და ერაყელ შიიტებს.

XS
SM
MD
LG